1.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები სკოლის ეზოში შეარჩევენ ადგილს სადაც განათავსებენ ეკო–კლასს. იკვლევენ ეკოლოგიურ მდგომარეობას ქვემო ქართლში.
2.პროექტის სრული აღწერა: სკოლის ეზოში შერჩეულ ადგილზე ააგებენ სათბურის ტიპის შემინულ ნაგებობას.სადაც იქნება თაროები განთავსებული.შეიტანენ მიწას.მოიძიებენ ნერგებს, რომელიც კარგად ხარობს ქვემო ქართლში და წარმოადგენს იშვიათობას. დაგეგმავენ ექსკურსიებს ნაკრძალებში,ბოტანიკურ ბაღში. აიღებენ ინტერვიუს რეინჯერებისგან. გამოიყვანენ ნერგებს და ჩითილებს.მოიძიებენ ტერიტორიებს სადაც აუცილებელია გამწვანების შეტანა და გამოყვანილ ნერგებს გადაიტანენ.გამოყვანილ ნერგებს წაიღებენ კახეთის რეგიონში და იქ მოაწყობენ მწვანე აქციას იქ არსებული ეკო კლუბის დახმარებით.მოაწყობენ მსგავს აქციას კახეთიდანაც ქვემო ქართლში. აქციის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები მცენარეების მოვლა– გამრავლების შესახებ.
3.მონაწილეთა ასაკი:8–16 წელი
4.პროექტის ხანგრლივობა/ვადები:2010–2011 სასწ/წელი
5.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა, პრაქტიკული მეცადინეობები,დისკუსიების გამართვა, ფოტო და ვიდეო მასალის განხილვა.ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
6.მოსალოდნელი შედეგები:პროექტის მონაწილეები ისწავლიან ბუნების სიყვარულს, გარემოს გამწვანებას, მოვლას, ნერგების გამოყვანას, გაიღრმავებენ ცოდნას მცენარეების შესახებ, იქნებიან ბუნების დამცველები, შექმნიან ბლოგებს, თანატოლებს გააერთიანებენ ეკო–კლუბში და ჩართავენ თავიანთ საქმიანობაში.
7.სარგებელი სხვებისთვის:აღნიშნული პროექტი სარგებელს მოუტანს გარშემო ყველას
8.სამუშაო ენა:ქართული
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს),გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას).მათემატიკაში ( გაიღრმავებენ ცოდნას ალგებრასა და გეომეტრიაში) , ბიოლოგიაში , ქიმიაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.
10.პროექტის ფასილიტატორი:ლალი ჯამალაშვილი
воскресенье, 25 апреля 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)